საქართველოში „Idea LTD“ მუშაობს 2010 წლიდან, ჯგუფის მიზანია ქართველი მომხმარებლისთვის თანამედროვე ტექნოლოგიებისა და პროდუქტების წვდომა, რადგან მიგვაჩნია, რომ დღევანდელ მსოფლიოში კონკურენტული უპირატესობის მოპოვების ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია ახალი ტექნოლოგიების წვდომა. ეს ეხება მრეწველობას, როგორც სოფლის მეურნეობის სექტორს, ენერგეტიკას, წარმოებას და მომსახურებას, თითქმის ყველა სფეროში მნიშვნელოვანია თანამედროვე ტექნოლოგიები. კომპანია ოპერირებს რამდენიმე მიმართულებით. ერთ-ერთი მიმართულებაა ტექნოლოგიებისა და პროდუქციის იმპორტი, მათი გავრცელება ადგილობრივ ბაზარზე, უცხოელი პარტნიორის დახმარებით მომხმარებლისთვის თანამედროვე აღჭურვილობისა და მასალების მიწოდება.